აშშ-მა ზოგიერთ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადის დაწესება დეკემბრამდე გადადო

აშშ-მა, ჩინეთის ზოგიერთ საქონელზე საბაჟო გადასახადების დაწესება გადადო.

საუბარია ტარიფების 10%-ით გაზრდაზე, რის შედეგადაც საქონლის ფასი მთლიანობაში 300 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, ეს კი 1 სექტემბერს მოხდება. აღნიშნული საქონლიდან ზოგიერთ კი, გადასახადი 15 დეკემბერს დაეკისრება.

გარდა ამისა, თავდაპირველად შეთავაზებული საქონლიდან ზოგიერთს საერთოდ აღარ დაეკისრება საბაჟო გადასახადი. აღნიშნული საქონელი სიიდან ისეთი ფაქტორების გამო ამოიღეს, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ჯანდაცვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი საჯარო განხილვებისა და მოსმენების შედეგად მიიღეს.

1 სექტემბრიდან კი ძალაში შედის ტარიფები ხორცზე და რძის ნაწარმზე, აგრეთვე ბოსტნეულზე, ხილზე, თხილეულზე, ყავაზე, შოკოლადზე, ალკოჰოლზე, ტანისამოსზე და კიდევ სხვა სახის პროდუქციაზე – ჭკვიან ტელეფონებზე, ნოუთბუქებზე, პლანშეტებზე, მონიტორებზე და სხვა.

საბაჟო გადასახადების ამოქმედების თარიღის გადადებასთან დაკავშირებით გაიზარდა Apple-ის აქციების ღირებულება (+4,08%), Intel (+2,72%), Micron (+3,99%), ხოლო ინდექსმა Dow Hones Industrial Average 390 პუნქტით მოიმატა (+1,51%).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...