აშშ-მა უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერის ცნობით, უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მესამე პაკეტი მიიღო.

მათივე ცნობით, 60 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ დახმარებაში შედის საბრძოლო მასალა, ანტისატანკო სისტემები და სამედიცინო აღჭურვილობა.

აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აშშ-ში დაპირებული 250 მილიონი დოლარის გარდა, უკრაინას კიდევ 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევდა.

ცნობისთვის, 60 მილიონიანი დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში დაახლოებით 2 კვირის წინ ჩავიდა.

კომენტარები
იტვირთება...