აშშ-მა თვითმფრინავების ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ (FAA) ამერიკული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა. საუბარია იმ მოდელებზე, რომლებიც კომპანიამ უკან გაიხმო.

„FAA-მ იცის უკან გახმობილი ბატარეების შესახებ, რომლებიც გამოყენებულია Apple MacBook Pro-ს ზოგიერთ მოდელში“, – ნათქვამია ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ სამმართველომ, უკან გახმობის შესახებ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს.

ივნისში, კომპანია Apple-მ განაცხადა, რომ 15-დუიმიანი MacBook Pro-ს ნაწილს უკან გაიხმობს, ვინაიდან შესაძლოა მათი ბატარეა გადახურდეს და აალება მოხდეს. მოწყობილობები, რომლებიც კომპანიამ უკან გაიხმო, 2015 წლის თებერვლიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში გაიყიდა.

კომპანიის მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...