აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების 12 ლიდერის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ტერორისტული დაჯგუფებების მონაწილეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების სიაში ტერორისტული დაჯგუფებების 12 ლიდერი მოხვდა. აღნიშნულ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის არის „ხეზბალუ“, ჰამასი, „ისლამური ჯიჰადი“, „ისლამური სახელმწიფო“ და „თალიბანი“.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ, ამას გარდა, სიაში შეიყვანა 15 ტერორისტი, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰამასთან, „ალ-ქაიდასთან“, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან.

სანქციების სია კი გაფართოვდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სანქციების მოდერნიზაციის და გაძლიერების გეგმის ფარგლებში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ზომები იმაზეა მიმართული, რომ ტერორისტებს აღარ გადაუკეტონ თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საჭირო რესურსების წყარო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...