აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს

შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს რამდენიმე კვირაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, “როდის შეიძლება ველოდოთ დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ”, ფსაკიმ თქვა: კვირები და არა თვეები. ეს მიმდინარე პროცესია.

მან განაცხადა, რომ აშშ-ს კიბერუსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების ადმინისტრაციის გუნდს დრო სჭირდება ამ პროცესის დასასრულებლად.

“ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, უპასუხოს, როგორც თავად აირჩევს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხების შესწავლას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და არა თვეში”, – თქვა სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...