აშშ-მა რუსეთი “უსახლკარო ერების” კატეგორიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი “უსახლკარო ერების” კატეგორიაში შეიყვანა.

რუსეთის მოქალაქეებს, შტატებში გასამგზავრებელი ვიზისთვის პოლონეთში მოუწევთ ჩასვლა.

Homeless Nationalities მოქალაქეთა კატეგორიის მინიჭების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც შეიცავს ინსტრუქციას ვიზის მიღების განმცხადებელთათვის.

ასეთ სტატუსს ამერიკის ხელისუფლება ანიჭებს ადამიანებს იმ ქვეყნებიდან, სადაც შეერთებულ შტატებს არ გააჩნია საკუთარი საკონსულო წარმომადგენლობა, ან მათ, სადაც შექმნილია არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა, რის გამოც აშშ-ის დიპლომატებს არ შეუძლიათ თავისი ფუნქციის შესრულება.

რუსეთის გვერდით, სიაში მოხვდნენ : კუბა, ირანი, ლიბია, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთმა აშშ “არამეგობრული ქვეყნების” სიაში შეიყვანა და ამერიკის საკონსულოების მუშაობა შეზღუდა.

კომენტარები
იტვირთება...