აშშ-მა, ყირიმისა და უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, 2014 წელს, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო დააწესა. შესაბამისი დოკუმენტი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

„ფიზიკური პირების მოქმედებები და პოლიტიკა ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუციებს უკრაინაში, საფრთხეს უქმნის მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობს მისი აქტივების მითვისებას, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მთავრობის მოქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის ანექსია და უკრაინაში ძალის გამოყენება, აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია გავრცელებულ დოკუმენტში.

№ 13660 ბრძანებულებას, რომელიც ითვალისწინებს „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინაში დემოკრატიული პროცესების შელახვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობებთან დაკავშირებით“, ბარაკ ობამამ ხელი 2014 წლის 6 მარტს მოაწერა.

იმ წელს მან კიდევ სამ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლებშიც საუბარია უკრაინაში არსებულ რთულ სიტუაციაზე და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციაზე. 2018 წელს კი ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელშიც, რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების დამატებით ზომებზე იყო საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად