აშშ-მა “ფაიზერის” ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა

ამერიკის შეერთებული შტატების „საკვებისა წამლის ადმინისტრაციის“ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ნებადართულია „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება. მანამდე “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლის ასაკის ზემოთ იყო დაშვებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოყენებისათვის დამტკიცებული კიდევ ორი ვაქცინა, Moderna და Johnson & Johnson, ჯერჯერობით არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კვლევები ამ მიმართულებით არ დასრულებულა.

აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ცვლილებები შედის წამლის დამტკიცებისა და გამოყენების წესებში, რათა 12-დან 15 წლამდე ასაკის მილიონობით ბავშვი შევიდეს COVID-19 ვაქცინაციის პროგრამაში.

გასულ კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია კანადამ მისცა. კანადა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ამ პრეპარატის გამოყენება დასაშვებად ცნო აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...