აშშ-მა პეტერბურგში არსებული “რუსული იმპერიული მოძრაობა” ტერორისტულ ორგანიზაციებში ჩაწერა

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press” ავრცელებს

“Associated Press”-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პეტერბურგში ბაზირებული “რუსული იმპერიული მოძრაობა” ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა.
 
სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეომ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი კოორდინატორის ნათან სეილსმა განაცხადეს, რომ ამერიკელებს ეკრძალებათ ამ ჯგუფთან ნებისმიერი სახის ტრანსაქცია. ყველგან, სადაც აშშ-ის იურისდიქცია ვრცელდება აღნიშნულ ორგანიზაციი აქტივები გაიყინება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ინდივიდუალური სანქციები დააწესა ორგანიზაციის ლიდერების სტანისლავ ვორობიოვის, დენის გარიევის და ნიკოლაი ტრუშჩალოვის წინააღმდეგ და ისინი სასანქციო სიაში შეიყვანა.
 
ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრში სახელმეწიფო დეპარტამენტს დღემდე მხოლოდ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები ჰყავდა შეყვანილი.
 
“აშშ პირველად აწესებს სანქციებს თეთრი რასის უპირატესობის მოხრეთა წინააღმდეგ. ამით დასტურდება თუ რამდენად სერიოზულად მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ პრობლემას. ჩვენ ვიღებთ ისეთ ზომებს, როგორიც არ ყოფილა მიღებული არცერთი პრეზიდენტის დროს”, – განაცხადა ბრიფინგზე ნათან სეილსმა.
 
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ “რუსული იმპერიული მოძრაობა” წარმოადგენს გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელიც ნეო-ნაცისტების და თეთრი რასისტების წვრთნებს აწარმოებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, 2016 წელს “რუსული იმპერიული მოძრაობა”-მ მოამზადა ორი შვედი, რომლებმაც შემდგომ შვედეთის ქალაქ გეტებორგში განახორციელეს ტერორისტული აქტები, მათ შორის კაფეში ბომბის აფეთქება. მათვე ჰქონდა ლტოლვილთა ბანაკში აფეთქების მოწყობის მცდელობა.
 

რუსეთის სასამართლოს მიერ “რუსული იმპერიული მოძრაობა” არ არის აკრძალული, თუმცა მათი საიტი და მათი გამოცემის რამდენიმე ნომერია შეტანილია ექსტრემისტული მასალების რეესტრში.

 
რუსი ნაციონალისტების შემსწავლელი ცენტრ “სოვას”-ს ცნობით, “რუსული იმპერიული მოძრაობის” ლიდერებმა პარტია “როდინა”-სთან ერთად დაარსეს მოძრაობა “ნოვორასიისთვის”. მათ მიერ მოხდა  პეტერბურგში მოხალისეების მოგროვების და სამხედრო მომზადების ორგანიზება. მოძრაობა “ნოვორასიისთვის” მიერ ფორმირებული ბატალიონი “იმპერიული ლეგიონი” სეპარატისტების მხარეს იბრძოდა სლავიანსკში და ნიკიშინოში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად