აშშ-მა ლიბიაში “ისლამურ სახელმწიფოზე” ავიადარტყმები პირველად განახორციელა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოზე" ლიბიაში ავიადარტყმები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება, რომელიც პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

დარტყმები ქალაქ სირტში განხორციელდა, რომელიც სიდრას სრუტეს ნაპირთან მდებარეობს, ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეში. როგორც პენტაგონი აცხადებს, ავიადარტყმების განხორციელება ლიბიის ხელისუფლებამ ითხოვა.

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმები ლიბიის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს განახორციელოს გადამწყვეტი სტრატეგიული ნაბიჯები.

ავიადარტყმების შესახებ ინფორმაცია ლიბიის პრემიერმინისტრმაც დაადასტურა. 

"პრველი ავიადარტყმები, კონკრეტულ ლოკაციებზე სირტაში განხორციელდა და შემიძლია ასევე მტრის სერიოზული დანაკარგის შესახებაც დავადასტურო ინფორმაცია", – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...