აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ, კუბის შინაგან საქმეთა მინისტრის ხულიო სესარა განდარლიუს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს მიიჩნევენ ვენესუელაში ადამიანის უფლებების მკვეთრი დარღვევბის მონაწილედ. გარდა ამისა, სანქციები აგრეთვე დაწესებულია მისი ორი შვილის წინააღმდეგ.

პომპეოს თქმით, კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყანაში განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე და დაპატიმრებებზე, რაც კუბის ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, აგრეთვე უწყებას პასუხისმგებლად მიიჩნევენ ასზე მეტი პოლიტიკური პატიმრობის ავტორობაზე.

აქამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ორგანიზაციების სიაში, რომლებთანაც აკრძალულია პირდაპირი ფინანსური ოპერაციების განხორციელება, რამდენიმე ახალი კომპანია შეიყვანა, რომლებიც კუბის ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად