აშშ-მა კუბის პოლიციასა და მის ორ ლიდერს სანქციები დაუწესა

ამ სანქციების მიზეზი კუბაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ჩახშობაა, იუწყება Reuters.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ “მოსალოდნელია უფრო მეტიც”.

“იქნება უფრო მეტი მანამ, სანამ კუბაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდება, რომლებსაც მე ჯერ ვერ ვხედავ“,  – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის ბრძანებით, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებს დაევალა, ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავონ გზები, რათა შესაძლებელი იყოს ამერიკელებისგან კუბელებისთვის ფულადი გადარიცხვების დაშვება ისე, რომ ამით სარგებელი კუბის მთავრობამ არ მიიღოს.  ბაიდენის ადმინისტრაცია კუბის მოსახლეობისთვის ინტერნეტზე წვდომის უზრუნველსაყოფადაც მუშაობს.

კომენტარები
იტვირთება...