აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის ნავთობის მინისტრს ბიჯან ნამდარ ზანგანეს, ისევე როგორც ირანის რიგ სხვა მოქალაქეებს, კომპანიებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ქვეყნის ნავთობის სამინისტროს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

შეზღუდვები, გარდა მინისტრისა, ასევე გავრცელდა ირანის ნაციონალურ ნავთობკომპანიაზე (NIOC), ირანის ნაციონალურ ტანკერულ კომპანიაზე (NITC) და მასთან დაკავშირებულ “შელი კომპანიებზე, კონტრაქტორებსა და მაღალჩინოსნებზე”. ვაშინგტონი სანქციების გაფართოებას იმით ხსნის, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები და ორგანიზაციები უზრუნველყოფდნენ “ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ალ-ქუდსის სპეცრაზმელებს ფინანსურ დახმარებას” (ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ნაწილები).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად