აშშ-მა განაცხადა, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახლა უკვე ყველა 16 წელს მიღწეული მოზარდისთვისაცაა ხელმისაწვდომი

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდა აშშ-ის ყველა 16 წელს მიაღწეული მაცხოვრებლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრის (CDC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში,

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ადრე თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ყველა ზრდასრული ადამიანის ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა 19 აპრილიდან უზრუნველყოს და მოუწოდა თანამოქალაქეებს, დაუყოვნებლივ აცრილიყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგ.

The New York Times-ის თანახმად, ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველა ამერიკელი მოზრდილისთვის ყველა შტატში, კოლუმბიის ოლქსა და პუერტო რიკოში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის საფუძველზე გამოითვლის, პანდემიის დასაწყისიდან შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 31,7 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 567,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...