აშშ-მა, ჩინეთში წარმოებულ Apple Watch-სა და AirPods-ს საბაჟო გადასახადები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანია Apple-ის ჩინეთში წარმოებული ჭკვიანი საათებისთვის Apple Watch და უსადენო ყურსასმენებისთვის AirPods, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების ფონზე, საბაჟო გადასახადი მოხსნა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

Apple-მა აქამდე, სექტემბერში გააფრთხილა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმის შესახებ, რომ საბაჟო გადასახადების დაწესების შემთხვევაში, კორპორაციას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს, ვინაიდან კომპანიის მოწყობილობების დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება.

ამერიკის მიერ ჩინურ იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების დაწესებით კი, Apple Watch-ისა და AirPods-ის ფასი, ამერიკაში იმპორტირების შემდეგ 115 აშშ დოლარიდან 126 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს კორპორაციის პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევდა.

კომპანიის მხრიდან აღნიშნული თხოვნის შემდეგ კი, ტრამპმა განაცხადა, რომ Apple-ს შეუძლია თავი აარიდოს გაზრდილ საბაჟო გადასახადებს, რისთვისაც წარმოება ჩინეთიდან აშშ-ში უნდა გადმოიტანოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად