აშშ-მ შესაძლოა სუდანი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან გამორიცხოს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სუდანი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიიდან გამორიცხოს იმ პირობით, თუ ქვეყანა სხვადასხვა პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰიზერ ნოიერტმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, აშშ სხვადასხვა საკითხში  სუდანის პროგრესს “მიესალმება”. მან აღნიშნა, რომ პირობები  ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის რელიგიის თავისუფლებას და პრესას, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე ხელმისაწვდომობას, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნას, ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიებების გატარებასა და გაეროს რეზოლუციების შესრულებას.

„შეერთებული შტატები მზადაა, სუდანი  ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან გამორიცხოს, თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო  აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და  ექვსი ძირითადი მიმართულებით ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა ნოიერტმა.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...