აშშ-მ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემის პირობები გაამკაცრა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მიგრანტებისთვის, რომლებმაც გარკვეული პირობები არ შეასრულეს, თავშესაფრის მიწოდების თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰონდურასელი, გვატემალელი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ში ჩასვლას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც მექსიკის ხელისუფლება მათ თავშესაფარზე უარს ეტყვის. ამის მაგალითია ელ სალვადორისა და ჰონდურასის მკვიდრები, რომლებმაც პირველად მსგავსი სტატუსი მექსიკაში მოითხოვეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაუჭირა.

”თავშესაფრის მინიჭების თაობაზე შეზღუდვა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დიდი გამარჯვებაა!”, – დაწერა მან თავის Twitter-ის გვერდზე.

2019 წლის მაისში, ამერიკელმა მესაზღვრეებმა  130 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც აშშ-ში მექსიკის მხრიდან ჩავიდნენ. ეს გასულ თვესთან შედარებით სამჯერ მეტია, ხოლო 2006 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველთვიური მაჩვენებელი. ვაშინგტონში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას კრიზისი უწოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...