აშშ-მ ირანს კვლავ სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს კვლავ სანქციები დაუწესა, – აღნიშულის შესახებ რუსული BBC წერს.

"ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროგრამა, ბირთვული იარაღის რესურსების შემუშავებისთვის არასდროს ყოფილა განკუთვნილი", – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სანქციებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ ლეგალური ბალისტიკური იარაღის შემუშავების პროგრამის დაჩქარებაზე, გადამწყვეტ პასუხს გასცემს", – აცხადებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აშშ-მა ირანის კომპანიებისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ბალისტიკური რაკეტების დატესტვის გამო სანქციები გაატარა. ახალი სანქციები 11 ირანულ კომპანიასა და კონკრეტულ პირებს ითვალისწინებს, რომლებიც ირანის სარაკეტო პროგრამასთან არიან კავშირში, აშშ-ს საბანკო სისტემას ვერ გამოიყენებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება, აშშ-მ, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ მიიღო. სანქციები ოფიციალურად კვირას მოიხსნა, მას შემდეგ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, თეირანის მიერ ატომური ენერგიის ყველა პირობა შესრულებულად სცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად