აშშ ლიეტუვისთვის 500 ბრონირებული ავტომობილის მიწოდებას გეგმავს

შეერთებული შტატები ლიეტუვისთვის 500 ბრონირებული ავტომობილის მიწოდებას გეგმავს, რომლის საერთო ღირებულებაა 170,8 მილიონი აშშ დოლარია. ინფორმაციას გამოცემა Defense News აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

საუბარია მსუბუქ ტაქტიკურ მანქანა Joint Light Tactical Vehicle-ზე (JLTV), რომლებსაც დღეს სახმელეთო ჯარები, სპეცრაზმელები და აშშ-ს საზღვაო ქვეითები იყენებენ.

2017 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვა ამერიკული წარმოების მანქანების შეძენით იყო დაინტერესებული. ვარაუდობენ, რომ მანქანები შესაძლოა ლიეტუვას მცირე იარაღთან ერთად (ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა) მიაწოდონ.

უახლოეს მომავალში აშშ-ს კონგრესს მოუწევს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო კონტრაქტი შეისწავლოს ან დაბლოკოს, რის შემდეგაც მარაგზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...