აშშ: ხელისუფლების ვალდებულებაა, პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია მოაგვაროს

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი გამოეხმაურა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა, პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია მოაგვაროს.

“ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და იყო გარკვეული პრობლემები.

რა თქმა უნდა, ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგის და თანხმობის საფუძველზე.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში”,-განაცხადა როს უილსონმა.

ცნობისთვის, 21 აპრილს პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში მცირე ჰესების მშენებლობა დაიწყო, რასაც ადგილობრივებმა  საპროტესტო აქციით უპასუხეს.

ჰესის მშენებლობის მიმდებარედ, სოფლის გზაზე შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი იყო განლაგებული. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილებმა სპეცრაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს. საპასუხოდ, პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობა არ დაშლილა, გზის მეორე მხრიდან გადავიდა და სწორედ იმ ადგილას მივიდა, სადაც ჰესის მშენებლობის მძიმე ტექნიკა მუშაობდა. შსს-მ ხეობაში სპეცრაზმის დამატები ძალები და ტექნიკა შემოიყვანა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების დროს დაიწყვა ტრაქტორი და პოლიციის რამდენიმე მანქანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად