აშშ Johnson & Johnson ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაციას იძლევა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალურმა ცენტრმა (CDC), აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) რეკომენდაცია მისცეს ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერებისა, იტყობინება სააგენტო TASS, FDA-ს Twitter ანგარიშზე მითითებით.

”ჩვენ გირჩევთ, შეაჩეროთ ამ ვაქცინის გამოყენება, როგორც აღმკვეთი ღონისძიება”, – ნათქვამია მასში.

აღინიშნა, რომ აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი სწავლობს ჯონსონ & ჯონსონ-ით ვაქცინაციის შემდეგ ქვეყანაში რეგისტრირებული თრომბის ექვსი შემთხვევის მონაცემებს.

მანამდე CNN–მა, ევროპული წყაროების მითითებით, აღნიშნა ოთხი ცნობილი შემთხვევა, როდესაც თრომბი სწორედ ამ ვაქცინით აცრის შემდგომ გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...