აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მის ქმედებებზეა დამოკიდებული

უახლოეს თვეებში, თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე პასუხის გაცემას შეძლებს. ამ კითხვაზე პასუხი კი რუსეთის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული,-ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პენსის თქმით, აშშ უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთებულია. მისი განამრტებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე შენარჩუნდება, სანამ „მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეჟიმს არ დაიცავს“. როგორც მაიკ პენსი აღნიშნავს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე პასუხი უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

"ეს არის საკითხი, რომელსაც პასუხს უახლოეს თვეებში გავცემთ", – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა. "ეს საკითხი დამოკიდებულია იმაზე, ვნახავთ თუ არა რაიმე ცვლილებებს მოსკოვის პოზიციებზე, ისევე როგორც საერთო ინტერესის სფეროში", – განაცხადა პენსმა და აღნიშნა, რომ ის „ისლამურ სახელწმიფოს“ გულისხმობს.

პენსმა დონალდ ტრამპის პოზიცია გაიხსენა და ნათლად მიანიშნა, რომ "პირველ რიგში დღევანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტი ტერორისტული დაჯგუფება" ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაა.

"რუსეთი ასევე დაინტერესებულია რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, განსაკუთრებით ისლამური სახელმწიფოს“ და თუ ჩვენ ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვექნება, ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ურთიერთობების განახლების პერსპექტივებზე იფიქრებს ", – განაცხადა პენსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...