აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ ბადერ გინსბურგი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში, პარასკევს ღამით, სიმსივნით გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ ბადერ გინსბურგი. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”მოსამართლე რუთ ბადერ გინსბურგი გარდაიცვალა ამ საღამოს, ოჯახის გარემოცვაში, ვაშინგტონში, საკუთარ სახლში, პანკრეასის კიბოს გართულებების გამო”, – ნათქვამია დოკუმენტში.

გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში იყო მეორე ქალი, რომელიც გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 27 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბოლო რამდენიმე წელი მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა.

უზენაესი სასამართლოს წევრებს პრეზიდენტი უვადო ვადით ნიშნავს და შესაბამისად, წევრობა სრულდება მოსამართლის საკუთარი გადადგომით ან გარდაცვალებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად