აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტრო, მექსიკასთან საზღვარზე სამხედროების ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ, ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე სამხედროების ყოფნის ვადის გახანგრძლივება 2019 წლის იანვრის ბოლომდე მოითხოვა. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯიმ მეტისმა განაცხადა.

სამინისტროში, სამხედოების საზღვართან ყოფნის ვადის გახანგრძლივება იმით ახსნეს, რომ საზღვარზე ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომელიც პოტენციური მასობრივი მიგრაციისგან გამომდინარეობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ამერიკელი სამხედროები საზღვარზე ოქტომბერში გაგზავნა. მან განაცხადა, რომ ისინი ჰონდურასიდან წამოსული მიგრანტების ქარავნის გამო გაუშვა. სამხედროებს, საჭიროების შემთხვევაში იარაღის ხმარების უფლებაც მიანიჭეს.

ტრამპმა აგრეთვე დააწესა დროებითი აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, არალეგალ მიგრანტებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებოდათ, თუმცა პრეზიდენტის განკარგულება სან-ფრანცისკოს სასამართლომ დაბლოკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...