აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული მდივნის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კევინ მაკელინენი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის Twitter-ზე წერს.

„ხელისუფლებაში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, კევინს სურს, რომ უფრო ბევრი დრო დაუთმოს ოჯახს და კერძო სექტორში გადავიდეს“, – წერს ტრამპი.

ტრამპმა შეაქო მაკელინენი იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული მდივნის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გასწია და აღნიშნა, რომ სწორდ მასთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო კონტროლის საკითხებზე.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგი დაასახელებს უწყების ხელძღვანელი მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას. მისი თქმით, ამ პოსტისთვის ბევრი შესანიშნავი კანდიდატი არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად