აშშ-ის წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში: უკრაინა NATO-ში გაწევრიანებისთვის მზად არაა

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა, განაცხადა, რომ უკრაინა არაა მზად NATO-ში გაწევრიანებისთვის და ჯერჯერობით, არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსია მზად მის მისაღებად. აღნიშნულის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინა მზად იყოს NATO-ში გაწევრიანებისთვის, ხოლო NATO მზადაა, უკრაინა იმ სიტუაციაში მიიღოს, რომელშიც არის", – აცხადებს ვოლკერი.

მისი თქმით, მანამ სანამ, უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება, მან რეფორმები უნდა განახორციელოს, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, აგრეთვე უნდა ამოქაჩოს ეკონომიკა, დაძლიოს კორუფცია და მეზობლებთან ურთიერთობები დაალაგოს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინაში აღდგეს კარგი ბიზნეს-კლიმატი, რაც ინვესტირების მთავარი კრიტერიუმია.

ვოლკერი აღნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დიდი დრო სჭირდება.

"აშშ, ევროკავშირი, რუსეთი – ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. არავის აქვს იმის თქმის უფლება, თუ როდის უნდა შევიდეს იგი NATO-ში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა ახლოსაა NATO-ში გაწევრიანების მოწვევის მიღებასთან", – აცხადებს ვოლკერი.

ვოლკერის თქმით, დასავლეთის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან წამოსული აგრესიისგან, რუსული სამხედრო სწავლებებთან "Запад-2017" დაკავშირებით. ვოლკერი აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, უსაფრთხოების თავიანთი სისტემა უნდა განავითარონ და ამ საკითხებზე ერთობლივად იმუშაონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად