აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი” – აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დევიდ ნორქვისტი

“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

დევიდ ნორქვისტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

ამის შესახებ ინფორამციას თვდაცვის სამინსირო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად