აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი დღეს საქართველოში ჩამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლოიდ ოსტინის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

თავდაცვის მდივანმა აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების გაწევის ერთგულია.

“მოუთმენლად ველოდები აქ ჩემს შეხვედრებს,“- წერს ლოიდ ოსტინი.

ლოიდ ოსტინი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.

შეხვედრებზე განიხილება აშშ-საქართველოს თანამშრომლობის, გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონული საკითხები.

თბილისიდან ლოიდ ოსტინი უკრაინაში გაემგზავრება. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე შტატების პოზიციას კი ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალზე შეაჯამებს.

კომენტარები
იტვირთება...