აშშ-ის სენატმა მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარმდე ზრდას არ დაუჭირა მხარი

პარასკევს აშშ-ის სენატმა ბიუჯეტის შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში წარმომადგენელთა პალატის მიერ მოწონებულ ბიუჯეტის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრამდე რესპუბლიკელებმა მარათონული vote-a-rama გამართეს და სხვადასხვა საკითხის გარშემო 41 სახელობითი კენჭისყრის (vote-a-rama საშუალებას აძლევს სენატორს რამდენიმე შესწორება წარადგინოს, ყოველი ახალი შესწორების შემდეგ კი კენჭისყრა იმართება – „აიპრესი”) და 15-საათიანი დებატების შემდეგ, პარასკევს დილით, ვაშინგტონის დროით 5:30 საათზე გაიმართა ძირითადი კენჭისყრა.

რესპუბლიკელთა მიერ შეტანილი შესწორებებიდან, ზოგიერთმა დემოკრატ სენატორთა შორისაც ფართო მხარდაჭერა ჰპოვა.

სენატი დაეთანხმა რესპუბლიკელ აიოველ სენატორ ჯონი ერნსტის წინადადებას და პანდემიის პერიოდში მინიმალური ხელფასის ზრდა დაუშვებლად მიიჩნია.

სენატში მინიმალური ხელფასის ზრდის მოძრაობის სათავეში მყოფმა დამოუკიდებელმა სენატორმა ვერმონტიდან ბერნ სანდერსმა განაცხადა, რომ არ შეეწინააღმდეგება ჯონი ერნსტს, რადგან პანდემიის დროს მინიმალური ხელფასის გაზრდას თავად არასდროს არ მიიჩნევდა საჭიროდ.

მინიმალური ხელფასის გაზრდის მოწინააღმდეგე აღმოჩნდა აგრეთვე დემოკრატთა ბანაკში მყოფი დასავლეთ ვირჯინიელი სენატორი ჯო მანჩინი.

მინიმალური ხელფასის 7,25 დოლარიდან 15 დოლარამდე გაზრდა ჯო ბაიდენს გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

„არავინ, ვინც 40 საათი მუშაობს კვირაში, არ უნდა ცხოვრობდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუ თქვენ მუშაობთ კვირაში 40 საათი და საათში 15 დოლარზე ნაკლებად, სიღარიბეში მცხოვრები ხართ”, – მიიჩნევს ჯო ბაიდენი.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ხუთშაბათს აცხადებდა, რომ დემოკრატები არ დააკლებენ მცდელობას მინიმალური ხელფასის საათში 15 დოლარამდე ზრდას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სენატი სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მისი ზრდის წინააღმდეგ წავა. საბოლოო კენჭისყრისას წინაღმდეგი წავა.

„ეს ბოლო კანონპროექტი არაა, რომელიც უნდა მივიღოთ”, – განაცხადა სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ბიუჯეტის შესახებ მიღებულ რეზოლუციას უყარეს კენჭი და ხმების გაყოფის შემდეგ

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პირველად გამოიყენა გადამწყვეტი ხმის უფლება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...