აშშ-ის სენატმა გაეროში ქვეყნის ახალი მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე თომას გრინფილდი დაამტკიცა

გაეროში ამერიკის ახალი მუდმივი წარმომადგენელის პოსტზე აშშ-ის სენატმა ლინდა თომას გრინფილდის კანდიდატურა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას 78-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.

68 წლის თომას გრინფილდი დიპლომატიურ საქმიანობაში 1982 წლიდან ჩაერთო და სამოქალაქო სამსახურის დატოვებამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პასუხისმგებელ თანამდებობებს იკავებდა. 2008-2012 წლებში იყო ამერიკის ელჩი ლიბერიაში. 2013-2017 წლებში კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აფრიკის საქმეთა საკითხებში. 2017 წელს, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ის გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კერძო სექტორში წავიდა და გახდა ვაშინგტონის დიდი საკონსულტაციო კომპანია Albright Stonebridge Group-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

თომას-გრინფილდი გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ჯოზეფ ბაიდენმა წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...