აშშ-ის სენატმა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი კორონავირუსის ფონზე ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყვეტილებას მხარი 96-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 4 სხდომას არ ესწრებოდა.

ახლა დოკუმენტი გადაიგზავნება წარმომადგენელთა პალატაში, ხოლო შემდეგ მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამოსვლის შემდეგ, დოკუმენტს ხელს აუცილებლად მოაწერს.

აქამდე, 25 მარტს, ტრამპის ადმინისტრაციამ და სენატმა შეათანხმეს ნაციონალური ეკონომიკის სტიმულირების ზომები.

რესურსი მოხმარდება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებას, ბიზნესის მხარდაჭერასა და ახალი კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებს, აგრეთვე ამერიკის მოსახლეობას.

კერძოდ, პირები, რომელთა წლიური შემოსავალი არის 75 000 აშშ დოლარამდე, 1 200 აშშ დოლარს მიიღებენ, ხოლო ოჯახები, სადაც ბავშვებიც არიან, დამატებით 500 აშშ დოლარს მიიღებენ თითოეულ ბავშვზე. მათ, ვინც ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახური დაკარგა, დროებით გაუზრდიან შემწეობას უმუშევრობის გამო.

367 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის სტიმულირებას მოხმარდება. კიდევ 130 მილიარდი აშშ დოლარი კი მოხმარდება სამედიცინო დაწესებულებების ხარჯების დაფარვას. დანარჩენი თანხმა მოხმარდება იმ დაწესებულებებს, რომლებმაც, COVID-19-ის გავრცელების გამო კლიენტები დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად