აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი საიმპიჩმენტო პროცესზე გაამართლა

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაამართლა საიმპიჩმენტო პროცესზე, სადაც მას ბრალად უყენებდნენ ამბოხების წახალისებას თავის მომხრეებში, რომლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიიტანეს იერიში. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორედ გადაურჩა იმპიჩმენტს.

ტრამპს რესპუბლიკელთა უმრავლესობა მიემხრო. კენჭისყრაზე ხმები განაწილდა 57-43 თანაფარდობით, რომ ტრამპი “არ არის დამნაშავე” იერიშის წახალისებაში. მის დამნაშავედ ცნობას 67 ხმა ჭირდებოდა, ანუ სენატის ორი მესამედი.

წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ძალადობრივი თავდასხმა ტრამპმა გამოიწვია, მცდარი განცხადებების გაკეთებით, რომ მას არჩევნები მოპარეს და იერიშის წინ თავისი მომხრეების მიმართ მოწოდებით, მთელი ძალებით ებრძოლათ.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი განახორციელა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, “ძალადობის წახალისებისთვის” – მას შემდეგ, რაც მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა, გაანადგურა ნივთები და ეძებდა დეპუტატებს, როცა ისინი ელექტორალური კოლეგიის ხმებს ითვლიდნენ. ძალადობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...