აშშ-ის საზღვაო ხომალდი USS Porter შავ ზღვას ტოვებს

აშშ-ის მე-6 ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Porter შავ ზღვას ტოვებს. ინფორმაციას მეექვსე ფლოტი “ტვიტერზე” ავრცელებს.

“აშშ-ის მეექვსე ფლოტისსაესკადრო ნაღმოსანმა, USS Porter შავ ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან საზღვაო ოპერაციებისა და წვრთნების დასრულების შემდეგ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადასვლა დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთი დღით ადრე, 15 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney შავ ზღვას ტოვებს.

ამერიკული ხომალდი USS Mount Whitney შავ ზღვაში 4 ნოემბერს შევიდა. 9 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე – USS Mount Whitney (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა.

კომენტარები
იტვირთება...