აშშ-ის საზღვაო ძალების ავიაბაზაზე მომხდარ სროლას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ფლორიდაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიაბაზაზე მომხდარი სროლას, რომელიც 6 დეკემბერს, საუდის არაბმა სამხედრომ მოაწყო, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, – ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საუდის არაბ სამხედროს სხვა არაბი სამხედროებიც ეხმარებოდნენ, ჯერჯერობით არ არსებობს.

„ეს ტერორისტული აქტი იყო. მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ მსროლელი ჯიჰადის იდეოლოგიის მიმდევარი იყო. გამოძიების ფარგლებში ჩვენ დავადგინეთ, რომ მსროლელმა, 2019 წლის 11 სექტემბერს გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც წერია: უკუთვლა დაწყებულია.

ბარმა აგრეთვე განაცხადა, რომ მსროლელმა აგრეთვე მოინახულა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა მემორიალი ნიუ-იორკში. იგი აგრეთვე ავრცელებდა ანტიამერიკულ, ანტიისრაელურ და ჯიჰადისტურ პოსტებს სოციალურ ქსელში. ბოლო შეტყობინება კი მან თავდასხმამდე ორი საათით ადრე გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, ფლორიდაში, საზღვაო ძალების ავიაბაზაზე, წარმომავლობით საუდის არაბმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი მუჰამედ საიდ ალ-შამპანი იყო, რომელიც იქ სწავლებას გადიოდა. სპეციალური სამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელი თავისი ლეგალური პისტოლეტისგან ისროდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც, ხოლო დაშავდა დაახლოებით ათამდე ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად