აშშ-ის სასამართლომ პენტაგონისა და Microsoft-ის 10 მილიარდ აშშ დოლარიანი კონტრაქტი დაბლოკა

აშშ-ის სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანია Amazon-ის სარჩელი და შეაჩერა კონტრაქტი პენტაგონსა და კომპანია Microsoft-ს შორის Cloud ტექნოლოგიის შექმნასთან დაკავშირებით. კონტრაქტის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ამის შესახებ CNBC იუწყება. ვადების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

როგორც Microsoft-ის ვიცეპრეზიდენტი ფრენკ შოუ აცხადებს, კომპანია იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა საბოლოო ჯამში შეუდგება მუშაობას, რათა მათ, ვინც ემსახურება ჩვენს ქვეყანას, შეეძლოთ წვდომა ჰქონდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, რისი საჭიროებაც ექნებათ.

სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, Amazon-ის აქციების ღირებულება 0,4%-ით დაეცა, ხოლო Microsoft-ის აქციების – 0,5%-ით.

პენტაგონმა კონტრაქტის შედეგები 25 ოქტომბერს შეაჯამა. სამხედროების ფულთან დაკავშირებით დავაში Microsoft-მა აჯობა კონკურენტებს Amazon, Oracle და IBM-დან. Amazon-მა, რომელიც თავიდანვე კონკურსის ფავორიტად ითვლებოდა, განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვტილება გაურკვეველი იყო. კომპანია უკვე აწვდის აღჭურვილობას აშშ-ის სახელმწიფო სააგენტოებსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს.

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ შემდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც გაასაჩივრა ის, რომ კონტრაქტის მიცემას კომპანია Microsoft-სთვის აპირებდნენ. Amazon-ში კი მიაჩნიათ, რომ პენტაგონის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციამ, რომელმაც არაერთხელ გააკრიტიკა ჯეფ ბეზოსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად