საფრანგეთის ექსპრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი The Financial Times-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ  უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერება დამოკიდებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე და  დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ შეაჩერებს უკრაინაში განვითარებულ ქმედებებს.

”ყველაფერი, რაც რუსებს აქვთ, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ”, -  განაცხადა ოლანდმა და დასძინა, რომ კონფლიქტი ”ძალიან ძვირი ჯდება”.

ოლანდი მიიჩნევს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები თავად გადაწყვიტოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული ქვეყნები არ იზიარებენ შეერთებული შტატების მიზნებს.

„თუ ჩვენ ევროპელ მოკავშირეებს ვეუბნებით, რომ ჩვენ არ გვაქვს იგივე ინტერესები, რაც შეერთებულ შტატებს, ყოველ შემთხვევაში, მშვიდობის კუთხით, ჩვენი მოკავშირეები ვერ შეძლებენ გამოგვყვნენ“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, "ვლადიმერ პუტინის მოხიბვლა შეუძლებელია. ის პატივს სცემს ძალას"