აშშ-ის საფონდო ბირჟამ, 2009 წლის მარტიდან მოყოლებული, მაქსიმალური ზრდა აჩვენა

სამრეწველო ინდექსი Dow Jones, 26 დეკემბერს, ვაჭრობის დასრულებისას 1086 პუნქტით (+4,98%) გაიზარდა და 22878,45 ნიშნულს მიაღწია. ამ მაჩვენებლებზე Investing.com-ის მონაცემები მოწმობს.

The Wall Street Journal აღნიშნავს, რომ ეს, ისტორიაში, ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში, ამ მაჩვენებლის ყველაზე ძლიერი ზრდაა. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ დღის მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელი, რომელიც 2009 წლის მარტიდან არ დაფიქსირებულა.

ინდექსი S&P 500, რომელიც მოიცავს 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებს, აგრეთვე გაიზარდა 116,6 პუნქტით (+4,96%) და 2467,70-ს მიაღწია. ამას კი ხელი შეიწყო ისეთი კომპანიების ფასიანი ქაღალდების კოტირებების ზრდამ, როგორიც არის Amazon, Facebook, Netflix, Exxon Mobil და Chevron.
Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, Apple-ისა და Nike-ს აქციებმა 7%-ზე მეტი ზრდა აჩვენეს. ინდექსი NASDAQ კი 361,44 პუნქტით გაიზარდა (+5,84%) და 6554,36 შეადგინა.

საინვესტიციო კომპანია Fort Pitt Capital-ის მმართველი კიმ ფორესტი Bloomberg-თან აცხადებს, რომ ინდექსების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი კვლავ ჯერომ პაუელი იქნება. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განიხილა მისი სამსახურიდან გაშვების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი უარყოფს ინფორმაციას მსგავსი საუბრის შესახებ, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში კევინ ჰასეტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ პაუელი 100%-ით შეინარჩუნებს საკუთარ პოსტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად