აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა – გადაუდებელი გამოყენებისთვის.

ამ ვაქცინის უპირატესობად მიიჩნევენ იმას, რომ ის მხოლოდ ერთი დოზაა. ეს უკვე მესამე ვაქცინაა, რომლის გამოყენების ნებაც ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა აჩვენა, რომ ვაქცინა 85 პროცენტით ეფექტურია რთული ფორმების პრევენციაში. საერთო ჯამში კი, დაავადების საშუალო სირთულის ფორმების გათვალისწინებით 66 პროცენტითაა ეფექტიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...