აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის დასადგენი ტესტი დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა ახალი კორონავირუსის ტესტი, რომელიც ვირუსზე დადებით პასუხს 5 წუთში იძლევა, ხოლო უარყოფითს – 13 წუთში. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), მოხმარებისთვის დაამტკიცა COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის ტესტი, რომელიც ვირუსზე დადებით პასუხს 5 წუთში იძლევა, ხოლო უარყოფითს – 113 წუთში.

აშშ-ის ლაბორატორიები იუწყება, რომ აღნიშნული ტესტის შედეგად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტის მეშვეობით სხვა სახის ვირუსების პასუხების დადგენაც შესაძლებელია.

სამედიცინო მოწყობილობა პატარა და კომფორტულია, შესაბამისად ნებისმიერ გარემოში მოსახერხებელია მისი გამოყენება. ლაბორატორიამ პარასკევს განაცხადა, რომ არაუგვიანეს მომავალი კვირიდან, დღეში 50 000 ცალის წარმოებას დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად