აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე 25-26 აგვისტოს მოსკოვს ეწვევა

25-26 აგვისტოს მოსკოვს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგანი, რომელიც აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ბელარუსთან, ჩრდილოეთ კორეასთან და იარაღის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს. ამის შესახებ, ორშაბათს ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა მოსკოვში-ჯონ სალივანმა განუცხადა.

სალივანმა დასძინა ისიც, რომ გარდა ზემოთაღნიშნული საკითხებისა, ბიგანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აპირებს საუბარს ამერიკის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც რუსეთის ციხეში იმყოფებიან, საუბარია პოლ უილლიანზე, ტრევორ რიდსა და მაიკლ კალვიზე.

კომენტარები
იტვირთება...