აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ტილერსონმა გათავისუფლების მიზეზების შესახებ არ იცოდა

"აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 13 მარტს თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო მდივნისთვის რექს ტილერსონისთვის არცერთხელ აუხსნია ამის გამომწვევი მიზეზები", – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივ გოლდშტაინმა განაცხადა.

მისი თქმით, ტილერსონს სურდა, რომ დარჩენილიყო თავის პოსტზე, ვინაიდან  მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტაში პროგრესს ხედავდა.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა ქვეყნის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან მოხსნა და მის ადგილას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი მაიკ პომპეო დანიშნა. პომპეოს პოსტზე კი, პირველად აშშ-ის ისტორიაში ქალი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ჯინა ჰასპელი დაინიშნა. ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან იკავებდა.

კომენტარები
იტვირთება...