აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატი: რუსეთთან ღია და გულწრფელი დიალოგი გვჭირდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კანდიდატმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან "ღია და გულწრფელი" დიალოგი უნდა ჰქონდეს,-ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

"ჩვენ „წითელი ხაზის“ სუსტი ან შერეული სიგნალები გავგზავნეთ, რომელიც მწვანე შუქად გადაიქცა. რუსეთი ისე არ ვფიქრობს, როგორც ჩვენ ", – განაცხადა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კანდიდატის განმარტებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის დარეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს. "ამბიციების მიუხედავად, რუსეთთან ღია და გულწრფელი დიალოგი გვჭირდება", – განაცხადა ტილერსონმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურას მხარს უჭერს.

კომენტარები
იტვირთება...