ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მაიკლ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მაიკლ პომპეო არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში რამდენი წუთის წინ გაემგზავრ.
მაიკლ პომპეომ ისე დაასრულა ვიზიტი საქართველოში, რომ მედიისთვის პრესკონფერენცია არ გაუმართავს.