აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: NATO ”რუსული აგრესიის” წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, NATO რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. RBC-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ მან ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა.

"ნატო ფუნდამენტური ძალას წარმოადგენს რუსეთის აგრესიისა და ძალადობრივი აგიტაციის შესაჩერებლად", – განაცხადა ტილერსონმა. მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.

"ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გადასაჭრელად, ჩვენ აღმოსავლეთ საზღვართან თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ და სიფხიზლე შევინარჩუნოთ", – დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს შეუძლია ამ ბრძოლაში "დიდი წვლილი" შეიტანოს, განსაკუთრებით კი კიბერსაფრთხეებს დაუპირისირდეს.

„ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად იყენებს ინტერნეტს, როგორც პროპაგანდის გავრცელების ძირითად ინსტრუმენტს. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათ საქმიანობის ქსელში გავუმკლავდეთ," – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...