აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონის რეიტინგებში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის

ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, სადაც საქართველოზე არის საუბარი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი საქართველოს ხელისუფლებისა და სასამართლოს მიმართ უნდობლობას შეეხებოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში საქართველოში ბიზნესგარემო მყარია, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უნდიბლობა მზარდი.

“საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია. თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე. ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში.

სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, მუნიციპალურ დონეზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის დანაკლისზე, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის კომერციული კანონების და ასევე კერძო საკუთრების შესახებ დავების მოგვარების დროს გამოვლენის სირთულეებზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონის რეიტინგებში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც კარგი ადგილი ბიზნესის კეთებისთვის.” – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები
იტვირთება...