აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის აპრილში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბათუმში 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 32 პროცენტით შემცირდა.

„2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც მუშაობს ნარკოტიკული საშუალებების ონლაინვაჭრობის თემატიკაზე. 2020 წლის განმავლობაში, წარმატებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულმა დანაყოფმა ამოიღო: 70 ლიტრი თხევადი „ალფა-პვპ“ და 20 კილოგრამი „ალფა-პვპ“, 4 380 აბი „მდმა“ და 964 აბი „სუბუტექსი“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს საქართველოში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულის რაოდენობა 32%-ით შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...