აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ძალიან შეწუხებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

„აშშ ძალიან ღრმად შეწუხებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოში ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით.

პოლარიზებული რიტორიკა, ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არ არის.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლია, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა და ჩაერთონ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი.

აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...