აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგი ლამპის შუქზე გაგრძელდა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარი ჰარფის ყოველდღიური ბრიფინგი ლამპის შუქზე დასრულდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯოშ ერნესტის ყოველდღიური ბრიფინგი ავარიის გამო გადაიდო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს შენობებში, თეთრ სახლში და კაპიტოლიუმში ელექტროენერგია გაითიშა.

ავარიის მიზეზი მერილენდის შტატის სამხრეთში ელექტროსადგურის აფეთქება გახდა. ავარია ვაშინგტონიდან 50-60 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

The Washington Post ფედერალური სააგენტოს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის ნიკოლ ჩაპლის განცხადებას ავრცელებს. „ძაბვის ვარდნამ ვაშინგტონის ცენტრში ბევრი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი და რამდენიმე სახელმწიფო უწყების შენობა სარეზერვო ენერგიის წყაროდან მარაგდება. სარეზერვო ქსელების არსებობამ საშუალება მოგვცა 13 მეტროსადგური შეფერხების გარეშე გვემუშავებინა.“ – განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ვაშინგტონის ცენტრის რამდენიმე ქუჩა და მიწისქვეშა გადასასვლელი ავარიულ კვების წყაროზე გადაიყვანეს.

ენერგოკომპანია Potomac Electric Power Company ავარიის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობს. 

ფოტოზე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარი ჰარფის ყოველდღიური ბრიფინგი ლამპის შუქზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად