აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ყირიმსა და დონბასში ადამიანთა უფლებები ირღვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოში ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევები უკრაინის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტისა და დონბასის ოკუპაციის დროს მოხდა,-ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

"რუსი სეპარატისტების მხარდაჭერით დონბასში ადამიანების გატაცების, წამებისა და უკანონო დაკავების ფაქტები ხდება, ბავშვებს ჯარისკაცებად გამოიყენებენ, აღკვეთილია განსხვავებული აზრი და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული", – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დასძენს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ხარვეზები აქვს, რაც ადამიანთა უფლებებს უფრო მეტად არღვევს. "ხელისუფლება თანამდებობის პირების დასაკავებლად ან დასასჯელად, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, შესაბამის ზომებს არ ღებულობს, რაც დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის", – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლება საერთაშორისო ორგანიზაციები და გაერო მთავრობის უსაფრთხოების ძალების მიერ საქმის გამოძიების პროცესში "მნიშვნელოვან ხარვეზებს" ხედავენ.

ანგარიშში ოკუპირებულ ყირიმში არსებულ ვითარებას ცალკე მონაკვეთი მიეძღვნა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები პირდაპირ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკავშირდება.

"რუსეთის უშიშროების ჯარები მასიურად აშინებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. წინააღმდეგობის გაწევისას ხდება ადამიანების გატაცებები, გაქრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პოლიტიკური დევნა, მუდმივი დაკითხვა. ისინი სისტემატურ დისკრიმინაციას განიცდიან ", – ნათქვამია დეპარტამენტის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...