აშშ-ის საგადასახადო სამსახური, კრიპტოვალუტების მფლობელებს შესაძლო დარღვევებზე აფრთხილებს

აშშ-ის საგადასახადო სამსახურმა (IRS), კრიპტოვალუტების მფლობელებისთვის, ფედერალური კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ გაფრთხილებების გაგზავნა დაიწყო. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

აშშ-ის საგადასახადო სამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა დარღვევებზე მიდის კონკრეტულად საუბარი, თუმცა კრიპტოვალუტების მფლობელები შესაძლოა სხვადასხვა გადასახადებით დაიბეგრონ, მათ შორის კაპიტალის მოგების.

„სჯობს, გადასახადების გადამხდელები ამ გაფრთხილებებს ძალიან სერიოზულად მოეკიდნონ“, – განაცხადა IRC-ის ხელმძღვანელმა ჩაკ პეტინგმა. მისი თქმით, ახლა საგადასახადო სამსახური გაცილებით დიდ ძალისხმევას ჩადებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ დარღვევებთან მიმართებით.

აშშ-ის საგადასახადო სამსახურში შეშფოთებულები არიან იმით, რომ კრიპტოვალუტების გამოყენება გადასახადებისგან თავის აცილებაში შეიძლება. უწყებაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე შესაბამისი წერილები კრიპტოვალუტის ყველა მფლობელმა უნდა მიიღოს. IRS-ის წარმომადგენელმა უარი განაცხადა ეპასუხა WSJ-ის შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ საიდან მიიღო სამსახურმა ინფორმაცია კრიპტოვალუტების მფლობელებისა და მათი ტრანზაქციების შესახებ.

IRC-ში აცხადებენ, რომ შესაბამისს გაფრთხილებას 10 ათასი ადამიანი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...